Friday, January 18, 2013

თანამედროვე მხატვრბა


დღევანდელი მხატვრობა საოცრად მრავალფეროვანია. თუმცა მხატვრები დღეს ხელოვნების სრულიად განსხვავებულ ნიმუშებს ქმნიან, ზეთის საღებავებით შესრულებული ტრადიციული სურათებით დაწყებული–  ვიდეოჩანაწერებით და მკვდარი ცხოველებით დამთავრებული. ეს ნამუშევრები უცნაური სანახავია, თუმცა ისინი იმავე თემებისა და იდეების გამომხატველია, რომლებიც წარსულშიც ასაზრდოებდა ხელოვნებას.
თანამედროვე ხელოვნება ხშირად გალერეების კედლებს ცდება და ისეთ ადგილებს აღწევს, რომლებიც, ტრადიციულად, ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა. 70–იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრი მხატვარი რეალურ ლანდშაფტზე  მუშაობს, ქმნის ნამუშევარს ღია ცის ქვეშ და აფიქსირებს მას. ასეთ მიმდინარეობას “ლენდ არტი” ეწოდება.
უკლასიკოსი  პეიზაჟისტების მსგავსად, ბრიტანელი ენდი გოლდსუორთიც შეიასწავლის კავშირს ადამიანებსა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს შორის. ის განსაკუთრებულ ადგილებში მუშაობს და მისი ნამუშევრები გარემოსთან ურთიერთქმედების ნიმუშია. ამასთან, ის ბუნებრივ მასალებს, მაგალითად, ქვებსა და ფოთლებს იყენებს და მათ მარტივ ფიგურებად განალაგებს. მისი ნამუშევრები ხშირად დროებითია და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს.

ენდი გოლდსუორთი “ყინულის ვარსკვლავი”
კლასიკოსი  პეიზაჟისტების მსგავსად, ბრიტანელი ენდი გოლდსუორთიც შეიასწავლის კავშირს ადამიანებსა და მათ გარშემო არსებს შორის. 


პორტუგალიელი პაოლა რეგოს სურათები ადამიანის რეალისტურად გამოხატვის  ხანგრძლივ ტრადიციას ეხმაურება, როგორც, მაგალითად, ეს პასტელით შესრულებული სურათი,  
რომელზეც აბრეშუმის საქორწინო კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალია გამოხატული. რეგოს სურათები განსხვავდება ტრადიციული სურათებისგან, რომლებშიც ხაზგასმულია ქალის სილამაზე და მოხდენილობა. ამ სურათზე  ქალი უხერხულ პოზაში წევს და პირდაპირ იყურება ეჭვებით სავსე სახით.რეგოს თქმით, მოდელის პოზა იმ ძაღლის პოზას მიამსგავსა , რომელიც პატრონისადმი  ერთგულებას და სრულ მორჩილებას გამოხატავს. მყაროს შორის. ის ბევრი მხატვარი თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ ბოძებული  შესაძლებლობებით სარგებლობს და ნამუშევრებში ფოტოებს, ვიდეოფირებისა და კომპიტურერით მიღებულ  გამოსახულებებს იყენებს. ამერიკელი ბილ ვიოლას “ნანტის ტრიპტიქონი” ადამიანის სასიცოცხლო ციკლს ასახავს. ვიოლა ტრიპტიქონის ტრადიციულ ფორმატს იყენებს და სამ გამოსახულებას ერთდროულად წარმოადგენს. ამ მომენტში კი გამოსახულია პატარა ბავშვი მომაკვდავი ქალი და მამაკაცი, რომელიც იხრჩობა. იქნებ ის თავად სიცოცხლეს წარმოადგენს? ეს ტრიპტიქონი საკურთხეველთან მდგარი სხვა ტრიპტიქონების მსგავსია. ის რელიგიურ სცენებს არ ასახავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ქალაქ ნანტის ერთ–ერთი ეკლესიისთვისა შექმნილი.
ბრიტანელი დემენ ჰერსტი  მნახველისთვის შოკის მოგვრის უნარითაა ცნობილი, რაც დიდწილად ფორმალინში დაცული მკვდარი ცხოველებისგან შემდგარი ნამუშევრების შედეგია. “სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში” ჭურჭელია, რომელშიც ზვიგენის სხეული ინახება. ვიოლას ტრიპტიქონის მსგავსად, ეს ნამუშევარიცც იმაზე მეტყველებს,  თუ როგორ უბრუნდება თანამედროვე ხელოვნება უძველეს კითხვებს, რომლების სიკვდილ–სიცოცხლეს უკავშირდება.

Thursday, January 17, 2013

საინტერესო ფაქტები მხატვრებზე



სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით".
სალვადორ დალიმ 1969 წელს შექმნა "ჩუპა ჩუპის" ლოგოტიპი და სლოგანი.
სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოსო: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. "wikipedia.org
ვინსენტ ვან გოგი დღედაღამ ხატავდა, ვედროებით სვამდა აბსენტს, თავად მოიჭრა ყური და 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სიკვდილის შემდეგ, ექიმებმა 150 ზე მეტი სამედიცინო დიაგნოზი აღმოაჩინეს, რომლითაც დიდი მხატვარი იტანჯებოდა.ucnauri.com
პაბლო პიკასოს უცნაურობები:1. 23 სიტყვიანი სახელი
პაბლო პიკასომ ნათლობისას მიიღო 23 სიტყვიანი სახელი – Pablo Diego Jos? Francisco de Paula Juan Nepomuceno Mar?a de los Remedios Cipriano de la Sant?sima Trinidad Martyr Patricio Clito Ru?z y Picasso. ამ სახელით მშობლებმა პატივი მიაგეს წინაპრებს და სხვადასხვა წმინდანებს. გვარი “პიკასო” პატარა პაბლომ მიიღო დედისგან Maria Picasso y Lopez.

2. ახალშობილი
როდესაც პიკასო დაიბადა ის ეგონათ უკვე გარდაცვლილი. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი იმდენად სუსტი გაჩნდა, რომ ბებიაქალს ის მკვდარი ეგონა. მან ახალშობილი მაგიდაზე დატოვა და გავიდა ახლობლებისთვის ეცნობებინა სამწუხარო ამბავი. იქვე პატარას ბიძა  – Don Salvador ეწეოდა სიგარას და როდესაც მან ახალშობილი დაინახა კვამლი სახეში შეაბოლა, რაზეც პიკასოს რეაქცია იყო ტირილი)
3.პირველი სიტყვა -”ფანქარი”
არც არის გასაკვირი რომ ამ გებიოსი მხატვრის პირველი სიტყვა იყო PIZ,  შემოკლებული ვარიანტი სიტყვისა LAPIZ (ფანქარი ესპანურად).  პიკასოს მამამ – ხოსე რუის ბრასკომ (მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე) 7 წლის ასაკიდან დაიიწყო შვილის მხატვრობასთან ზიარება. ხოლო როცა პიკასოს შეუსრულდა 13 წელი მამამ დაიფიცა,რომ არსდროს აღარ დახატავდა, ვინაიდან დაინახა,რომ მას შვილმა აჯობა ხელოვნების ამ სფეროში.

4. პიველი ნახატი
9 წლის ასაკში პიკასომ შექმნა თავისი პირველი სრულყოფილი ნამუშევარი – Le picador, რომელზეც გამოსახული იყო ცხენზე ამხედრებული მხედარი, რომელიც მონაწილეობდა ხარების ბრძოლაში. პირველი “აკადემიური”, ანუ უფრო სერიოზული ნახატი პიკასომ 15 წლის ასაკში დაასრულა.  მას უწოდა -  First Communion, სურათზე გამოსახულია საკურთხეველთან მდგომი მხატვრის მამა, დედა და და.

5.პიკასო- ურჩი სტუდენტი
პიკასო ძალიან ნიჭიერი იყო, მისი ნამუშევრებით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. თუმცა მას აღიზიანებდა, როცა მასწავლებლებირჩევებს ან შენიშვნებს აძლევდნენ. ის მათ არასდროს არ ექვემდებარებოდა, რის გამოც ხშირად კეტავდნენ ე.წ. იზოლატორში — «calaboose». ეს იყო თეთრკედლებიანი ოთახი სადაც მარტო 1 სკამი იდგა. ხელოვანი იყენებდა იზოლაციას თავის ნამუშევრების სრულყოფისათვის, რადგან იქ მას არავინ არ უშლიდა ხელს დაეხატა ის რაც სურდა და დარჩენილიყო მარტო თავის ნამუშევრებთან ერთად. პაკოსო თვითოვე აღნიშნავდა,რომ მას მუდამ იქ ყოფნა სურდა რომ ეხატა, ეხატა და ეხატა . . .

6.პირველი კონტრაქტი
პირველი ხელშეკრულება პიკასომ გააფორმა პარიზში, სურათების გამყიდველ Pere Menach-თან.  მას უხდიდნენ 150 ფრანკს თვეში (დაახლოვებით 750$)
7. პიკასომ მოიპარა მონა ლიზა?
არა! მაგრამ 1911 წელს, როდესაც ცნობილი ნახატი ლუვრიდან მოიპარეს, პოლიციამ დააკავა პიკასოს მეგობარი, პოეტი Guillaume Apollinaire. მან პოლიციასთან განაცხადა,რომ ქურდობაში დამნაშავე არის პაბლო პიკასო, რის გამოც ხელოვანი რამდენჯერმე დაკითხეს. საბედნიეროდ, პოეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა. მეგობარიც ამას ჰქვია )))

8.კუბიზმი: მრავალი პატარა კუბები
ახალი გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა. მისი სულისჩამდგმელები არიან პაბლო პიკასო და ფრანგი ხელოვანი  Georges Braque. დასახელება კი ფრანგ კრიტიკოსს  Louis Vauxcelles ეკუთვნის, რომელმაც პირველად  Georges Braque-ის ნამუშევარი ასე დაახასიათა -  «bizarre cubiques» (უცნაური კუბები), ან კუბიზმი, და ასევე აღნიშნა,რომ პიკასოს ნამუშევრები შედგება უამრავი ასეთი კუბიკისგან.

9.პიკასო-Playboy

მხატვრის დიდება და ნიჭი მაგნიტივით იზიდავდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ქვემოთ მოყვანილია  პაბლო პიკასოს მეუღლეების და საყვარლების შემოკლებული სია .
Fernande Olivier  18წლის—პირველი სიყვარული, (პიკასო იყო 23წლის),
Marcelle Humbert ან Eva Gouel 27წლის (პიკასო 31წლის),
Gaby Lespinasse —მისი ასაკი უცნობია,მაგრამ ცნობილია რომ ის იყო ძალიან ახალგაზრდა. (პიკასო 34წლის)
Olga Khokhlova 26წლის — პირველი ცოლი (პიკასო 36წლის),
Marie-Th?r?se Walter 17წლის- (პიკასო46 წლის),
Dora Maar 29წლის- (პიკასო 55წლის),
Fran?oise Gilot 21წლის (პიკასო-61წლის),
Genevi?ve Laporte — მხატვრის ერთ-ერთი ბოლო საყვარელი ის იყო 20-21 წლის, ხოლო პიკასო -70წლის,
Jacqueline Roque, პიკასოს მეორე ცოლი- 27წლის, ხოლო თვითონ პაბლო 79 წლის იყო.

10. პიკასოს მანქანა
უფრო სწორედ ეს არის პიკასოს სტილის მანქანა. 2007 წელს 44-წლის ინგლისემა მექანიკოსმა Andy Saunders  წელიწადნახევარი იმუშავა თავის ძველ Citroen 2CV, რომ ის გადაეკეთებინა “კუბიზმის”სტილში.  თავის უცნაურ ავტომობილს Andy Saunders-მა “სიტროენ პიკასო” დაარქვა.

ucnauri.com







Wednesday, January 16, 2013

ქართველი მხატვრები და მათი შედევრები


ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. ირზაანი ― გ. 1918ბილისი),ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც („რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე მეორე“, „გიორგი სააკაძე“ - არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; „შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“) არის შთაგონებული.
  • საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
  • 2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა[2].
  • 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.[3][4]
  • 2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო - „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.wikipedia.or
  • ფიროსმანის შედევრები

აქტრისა მარგარიტა
დათვი მთვარიან ღამეში
სცენები სოფლის ცხოვრებიდან
წითელპერანგა მებადური
ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი (დ. 18 მარტი, 1896, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1980, თბილისი) - მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეარი (1966), პროფესორი.
მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზედაც კი…1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზის “ლა ლიკორნის” გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: “პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას – დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად”.1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.burusi.wordpress.com
შემოქმედება
მაია ქართველი


ელენე ახვლედიანი
ელენე ახვლედიანი და ლადო გუდიაშვილი
ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი (დ. 5 აპრილი/18 აპრილი, 1901, თელავი ― გ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971)ელენე.ახვლედიანის ნამუშევრები სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევიან. ასეთი სურათების ავტორი სითამამითა და ექსცენტრიულობით, ნოვატორული იდეებითა და მდიდარი ფანტაზიის მქონე გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. 
ელენე ახვლედიანიროდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელიჩკა ერთ დღეს მოკლედ შეკრეჭილი თმით გამოცხადდა და მთელი გიმნაზია შეძრა. ლამაზ და მოუსვენარ გოგონას უყვარდა კიბეების მოაჯირზე ჩასრიალება, არ იკლავდა თავს რევერანსებით, როცა სხვებისთვის ეს აუცილებელი იყო პედაგოგებთან შეხვედრისას.
სახალხო მხატვრის დაბადების თარიღად ოფიციალურ წყაროებში 1901 წლის 18 აპრილია მითითებული, ნათლობის დოკუმენტში კი 1898 წელია დაფიქსირებული. მომავალი მხატვარი გაზაფხულისათვის უჩვეულოდ თოვლიან დღეს დაიბადა. მისი ახლობლები აპრილის ამ კაპრიზს ახვლედიანის ხასიათის არაორდინალურობას ადარებდნენ.

შემოქმედება





Wednesday, December 12, 2012

დიდი მხატვრების შედევრები

ლეონარდო და ვინჩი                                                                                               მონა ლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს გამოფენილია უვრში(პარიზი, საფრანგეთიka.wikipedia.org
  
ვინსენტ ვან გოგი

  1. ."მზესუმზირები" (რანგ.Tournesols) — ინსეტ ვან გოგი ნახატების ორი ციკლი. პირველი ციკლი დაიხატა პარიზში1887 წელს. იგი ეძღვნება მწლოიარე ყვავლილებს. მეორე სერია დაიწერა ერთი წლის შემდეგ, ქალაქ არლში. მეორე სერია ეძღვნება მზესუმზირის ბუკეტებს ლარნაკში. ორი პარიზული ნახატი შეიძინა ვან გოგის მეგობარმა, პოლ გოგენმა.

  • პაბლო პიკასო
«გერნიკა» (ესპ. Guernica) — პაბლო პიკასოს ნამუშევარი, დახატულია 1937 წ. ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის შეკვეთით, რათა გამოეფინათ იგი 1937 წლის საერთაშორისო ექსპოზიციაზე.  ნამუშევარი შექმნილია კუბიზმის სტილში და მასზე ასახულია გერნიკის დაბომბვა.ka.wikipedia.org
.





ვენერა - იტალიელი ფერმწერისსანდრო ბოტიჩელის ნაწარმოები.ტილო რენესანსის ეპოქაში შეიქმნა და დღეს ფლორენციის მუზეუმშია დაცული.მასზე ასახულია ვენერას დაბადება.ჰესიოდეს თანახმად იგი ზღვის ქაფისაგან იშვა კიპროსზე.თვით ქალღმერთი დგას ნიჟარაშირაც მის ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებს.მარცხენა ფლანგზე ჩვენ ვხედავთ ზეფიოზსს რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ნიჟარას უბერავს.







დიდი მხატვრები







მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ  მოდილიანი იტალიაში, ქალაქ  ლივინოში 1884  წელს დაიბადა. 1906 წელს 22 წლის მხატვარი, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, გაიცნო იქაური მხატვრები და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა  პოეტ ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო... მეგობრები ამადეოს  „მოდისეძახდნენ. მოდილიანი ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ  გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი  განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში... მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი. ამადეო მოდილიანი, 1920 წელს, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.


ჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა ამადეომ ჟანას პორტრეტი, მათ პირველივე შეხვედრაზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: „შევხვდი  ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.
ამბობდნენ 19 წლის ჟანა, ჩიტს ჰგავდა, რომლის შეშინება ძალიან ადვილია. მას ქალური, მოკრძალებული, მომღიმარი, მოგრძო სახე ჰქონდა,  ღვინოს არასოდეს სვამდა.
ოსკარ კლოდ მონე დაიბადა 1840 წელს პარიზში, თუმცა 1845 წლიდან იზრდებოდა ჰავრში მშობლებთან და ძმასთან ერთად (ადოლფ და ლუიზ-ჯესტინ მონეები, ლეონ მონეძმა). ოსკარის მამა საბაყლო დუქანში მუშაობდა, ამრიგად ახალგაზრდა მონეს მეხსიერებაში კარგა ხნით ჩაილექა გემები და ზღვაში მოფრიალე იალქნები
ჰავრში მონემ გაიცნო მხატვარი ეჟენ ბუდენი, რომელმაც მონეს იმ დროისთვის ახალი ტექნიკით შეასწავლა ხატვა. „ბოდენს უნდა ვუმადლოდე, რომ მხატვარი გავხდი“ – იტყვის მოგვიანებით მონე.

1857 წელს მონეს გარდაეცვალა დედა, მისი აღზრდა დეიდა მერი-ჟანმა იტვირთა, რომელიც თავადაც ნიჭიერი მხატვარი იყო. 1858 წელს პირველად ჰავრის გამოფენაზე გამოჩნდა მონეს ტილო რიუელის ხედი.მონეს ნიჭიერებისა და გარდაცვლილი დედის მეგობრების წყალობით მამამ ნება დართო მხატვრის კარიერას გაჰყოლოდა, თუ ის სწავლას გააგძელებდა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მონემ სტიპენდია ვერ მიღო, ბევრი აღარ უფიქრია და 18 წლის ასაკში გაეშურა პარიზში. პარიზში მან გაიცნო პისარო და კლემანსო.1871 წელსვე მონე არჟანტეიში, პარიზის მახლობლად დაიდებს ბინა, აქ ის 1878 წლამდე ცხოვრობს, აქ მას ხშირად სტუმრობდნენ

სისლეი, მანე, რენუარი, დახატეს დახატეს არაერთი ტილოს, მონეს ოჯახზე.
1926 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.

დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხანატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო.

დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.

საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. ედგარ დეგას შემოქმედების გარკვეული ეტაპი ძირითადად ეთმობოდა ბალერინებს, მსას ძალიან უყვარდა მათი ხატვა. 
ედგარ დეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა (1917.17.09).

ტიციანი, ან ტიციანო ვეჩელი (Tiziano Vecelli; დაახ. 1488-90 - 27 აგვისტო, 1576) – მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანი. დაიბადა პიევე-დი-კადორეში, ფრიულის პროვინცია, იტალია, და გარდაიცვალა ვენეციაში. სოცოცხლეში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც და კადორე, მისი დაბადების ადგილის მიხედვით.

თანამედროვეთა მიერ შეფასებული როგორც "მზე მცირე ვარსკვლავთა შორის", ტიციანის შემოქმედება იტალიელ მხატვართა შორის ყველაზე მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო. მოიცავდა რა პორტრეტებსა და პეიზაჟებს (ორი მთავარი ჟანრი, რითაც სახელი გაითქვა), ასევე მითოლოგიურ და რელიგიურ მოტივებს. 40 წლის ასაკში რომ გარდაცვლილიყო, მას უკვე ექნებოდა მისი დროის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის სახელი მოხვეჭილი. თუმცა ის ნახევარ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს და ბოლო წლებში პოლარულად იცვლის ხატვის სტილს, რის გამოც მრავალ ხელოვნებათმცოდნეს არ ძალუძს დაიჯეროს, რომ მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრები შესაძლებელია ერთი პიროვნების ხელს ეკუთვნოდეს. მისი კარიერის ორი პოლარული ნაწილის გამაერთიანებელია მისი ღრმა ინტერესი ფერებში. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გვიანდელი ნამუშევრები არ გამოირჩევა იმდენად მკაფიო ჟღერადი ფერებით, როგორც ეს მის ადრინდელ ტილოებს ახასიათებდა, მისი ფუნჯის ჰაეროვან მოსმებსა და პოლიქრომატულ ფერთა გამებს მანამდე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონდა.




ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს.1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოშიანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა1513_1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X- მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური.interesting.ge



ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტსთეოდორუს ვან გოგის და ანა კორნელიუს კარბენტუსის ოჯახშიგროტ-ზიუნდერტშიბრაბანტის ჰოლანდიური ნაწილის პატარა სოფელშიექვს და-ძმაში ყველაზე უფროს ვინსენტს მის გაჩენამდე ერთი წლით ადრე დაბადებული და რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ძმის სახელი დაარქვეს.
ვან გოგმათავისი ტოლი ბავშვების მსგავსადდაწყებითი განათლება საკმაოდ უწესრიგოდ მიიღოერთი წელი სოფლის სამრევლო სკოლაში დადიოდაშემდეგი ორი წელი კი ზევენბერგენის პანსიონში გაატარა. 1866 წლიდან 1868 წლამდე ტილბურგის პანსიონში ირიცხებოდასკოლაში კითხვა შეუყვარდა და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვაწლების განმავლობაში კითხულობდა ისეთ რომანებსრომლებშიც სიღარიბისგლეხების და ჩაგრულების შესახებ იყო მოთხრობილიუყვარდა დუმილიმინდვრებში ხეტიალი და ბუნებაში განმარტოებააგროვებდააკვირდებოდა და სწავლობდა ცხოველებსმცენარეებს და ჩიტების ბუდეებსძმებს და მეგობრებს ის ჭკვიან ბიჭად მიაჩნდათ და პატივს სცემდნენ.
1890 წლის 29 ივლისსღამის პირველ საათზე ვინსენტმა სული დალია. „ახლა სიამოვნებით დავბრუნდებოდი შინ,“ – ასეთი იყო ძმისთვის ნათქვამი ვან გოგის უკანასკნელი სიტყვები.ucnauri.com


კარავაჯო დაიბადა 1573 წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოშიმისი მამაფერმო მერიზიიყოეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსირომლის მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელოდაბადების ადგილმა განსაზღვრა მისი ფსევდონიმირომელმაც გვარის ადგილი დაიკავა.1584 წლის აპრილში დაიდო ხელშეკრულებარომლის მიხედვით ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა და ესწავლა ოსტატთან.მილანში გატარებულ სწავლების ამ ოთხ წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდააქმე-16 საუკუნეში ფართო განვითარება ჰპოვა მანერიზმმა.თვით სიმონე პეტერცანო იყო მანერისტითუმცა ის ამაყად ამბობდარომ იყო ტიციანის მოწაფე.სავარაუდოარომ კარავაჯოს ერთი ყველაზე ადრეულ ნახატს წარმოადგენსბიჭი ხილის კალათით
. 18 ივნისს 1610 წელს იგი გარდაიცვალა მალარიით (ციებ-ცხელებით). ასე ტრაგიკულად დამთავრდა დევნილი და მოხეტიალე იტალიელი რეალისტი მხატვრის მგზნებარე და სევდიანი ცხოვრებარომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დაიკავა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.        miqelanjelokaravajo.blogspot.com

სანდრო ბოტიჩელიალესანდრო და მარიანო ფილიპეპიდაიბადა 1444 წელს (1445ფლორენციის მოქალაქისტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახშიიგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყებარომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაასწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობსშესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნასრომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელსბოტიჩელის მიაბარესმისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიცარსებობს სხვა ვერსიაცბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავსასე ეძახდნენ მის უფროს ძმასვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმადსამწუხაროდთითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობათუმცა ზოგი წყაროს თანახმადმან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობასავარაუდოარომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარულივნებიანი მისწრაფებაარ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაცრომ სანდრო 1468-69 ..-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკეანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა.70-იანი წლების დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისში ბოტიჩელი დაუახლოვდა მედიჩების კარსამ დროს მიეკუთვნება მისი ყველაზე ცნობილი სურათი „მოგვთა თაყვანისცემა“ (დაახ. 1477-1478..). .მოგვთა თაყვანისცემა ბოტიჩელიმ ოთხჯერ დახატაორი ლონდონის მუზეუმშიაერთიუფიცის გალერეაშიხოლო მისი ასლი ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმშია.

სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდარამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეშიმოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაშირომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდაიგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე.
ucnauri.com




რემბრანდტი ჰარმენს ვან რეინ – ჰოლანდიელი ფერმწერიდაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენშიმეწისქვილის ოჯახში.
რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას.
როგორც მოსალოდნელი იყოპირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდიაიგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებასმართალიაპირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელიმაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელსეძებს საკუთარ გზასიმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება გამოვლინდაესაა ჩრდილ-სინათლისნათელ-ბნელის გამოყენება ისეროგორც მანამდე არავის გამოუყენებიასაგნისთვის ფორმის მისაცემად და მასშიმთავარისძირითადის გამოსავლენადმხატვარი ქმნის საკუთარ გარემოსრაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოსის რაც მის წინაამხატვარი ამეტყველებს იმასრაც გამოსაყოფიაიმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურიარომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდებაეს იქნება ზეთისფერით შესრულებული თუ გრაფიკული.
30 იანი 40-იანი წლები
პორტრეტულმა ჟანრმა ამ პერიოდში ისეთი გაქანება მიიღორომელიც მას მანამდე არასოდეს არ ჰქონიაგანთქმულ პორტრეტისტს ჰალსსგვერდში ამოუდგა რემბრანდტი და გაასწრო კიდევაცამ ჟანრიდანშესამჩნევი ნაწარმოებია „სწავლულის პორტრეტი“ (1631..)ucnauri.com