დიდი მხატვრები








მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ  მოდილიანი იტალიაშიქალაქ  ლივინოში 1884  წელს დაიბადა. 1906 წელს 22 წლის მხატვარიპარიზში გადავიდა საცხოვრებლადგაიცნო იქაური მხატვრები და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდადაუმეგობრდა  პოეტ ჟან კოკტოსგაიცნო პაბლო პიკასო... მეგობრები ამადეოს  „მოდისეძახდნენმოდილიანი ბევრს ხატავდამუშაობდა ქანდაკებებზემაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ  გარდაცვალების შემდეგ დაფასდამხატვარი  განიცდიდა... ბევრს სვამდაეწეოდააუცილებლობად ექცა ჰაშიში... მოდილიანი ისტორიაში დარჩაროგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულისიცოცხლეში არაღიარებული გენიოსიამადეო მოდილიანი, 1920 წელსპარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკშიტუბერკულოზით გარდაიცვალა.


ჟანა ებიუტერნიქალირომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა ამადეომ ჟანას პორტრეტიმათ პირველივე შეხვედრაზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარსმოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: „შევხვდი  ქალსრომელიც ხშირად მესიზმრებოდავფიქრობჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.
ამბობდნენ 19 წლის ჟანაჩიტს ჰგავდარომლის შეშინება ძალიან ადვილიამას ქალურიმოკრძალებულიმომღიმარიმოგრძო სახე ჰქონდა,  ღვინოს არასოდეს სვამდა.
ოსკარ კლოდ მონე დაიბადა 1840 წელს პარიზშითუმცა 1845 წლიდან იზრდებოდა ჰავრში მშობლებთან და ძმასთან ერთად (ადოლფ და ლუიზ-ჯესტინ მონეებილეონ მონე – ძმა). ოსკარის მამა საბაყლო დუქანში მუშაობდაამრიგად ახალგაზრდა მონეს მეხსიერებაში კარგა ხნით ჩაილექა გემები და ზღვაში მოფრიალე იალქნები
ჰავრში მონემ გაიცნო მხატვარი ეჟენ ბუდენირომელმაც მონეს იმ დროისთვის ახალი ტექნიკით შეასწავლა ხატვა. „ბოდენს უნდა ვუმადლოდერომ მხატვარი გავხდი“ – იტყვის მოგვიანებით მონე.

1857 წელს მონეს გარდაეცვალა დედამისი აღზრდა დეიდა მერი-ჟანმა იტვირთარომელიც თავადაც ნიჭიერი მხატვარი იყო. 1858 წელს პირველად ჰავრის გამოფენაზე გამოჩნდა მონეს ტილო რიუელის ხედი.მონეს ნიჭიერებისა და გარდაცვლილი დედის მეგობრების წყალობით მამამ ნება დართო მხატვრის კარიერას გაჰყოლოდათუ ის სწავლას გააგძელებდა სამხატვრო აკადემიაშიმაგრამ მონემ სტიპენდია ვერ მიღობევრი აღარ უფიქრია და 18 წლის ასაკში გაეშურა პარიზშიპარიზში მან გაიცნო პისარო და კლემანსო.1871 წელსვე მონე არჟანტეიშიპარიზის მახლობლად დაიდებს ბინააქ ის 1878 წლამდე ცხოვრობსაქ მას ხშირად სტუმრობდნენ

სისლეიმანერენუარიდახატეს დახატეს არაერთი ტილოსმონეს ოჯახზე.
1926 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.

დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახშიის იზრდებოდა ისეთ გარემოშისადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობსრომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო.

დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყორაც ენგრის გავლენას მოწმობსამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღომისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.

საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. ედგარ დეგას შემოქმედების გარკვეული ეტაპი ძირითადად ეთმობოდა ბალერინებს, მსას ძალიან უყვარდა მათი ხატვა. 
ედგარ დეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა (1917.17.09).

ტიციანიან ტიციანო ვეჩელი (Tiziano Vecelli; დაახ. 1488-90 - 27 აგვისტო, 1576) – მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანიდაიბადა პიევე-დი-კადორეშიფრიულის პროვინციაიტალიადა გარდაიცვალა ვენეციაშისოცოცხლეში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც და კადორემისი დაბადების ადგილის მიხედვით.

თანამედროვეთა მიერ შეფასებული როგორც "მზე მცირე ვარსკვლავთა შორის", ტიციანის შემოქმედება იტალიელ მხატვართა შორის ყველაზე მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყომოიცავდა რა პორტრეტებსა და პეიზაჟებს (ორი მთავარი ჟანრირითაც სახელი გაითქვა), ასევე მითოლოგიურ და რელიგიურ მოტივებს. 40 წლის ასაკში რომ გარდაცვლილიყომას უკვე ექნებოდა მისი დროის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის სახელი მოხვეჭილითუმცა ის ნახევარ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს და ბოლო წლებში პოლარულად იცვლის ხატვის სტილსრის გამოც მრავალ ხელოვნებათმცოდნეს არ ძალუძს დაიჯეროსრომ მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრები შესაძლებელია ერთი პიროვნების ხელს ეკუთვნოდესმისი კარიერის ორი პოლარული ნაწილის გამაერთიანებელია მისი ღრმა ინტერესი ფერებშიდა მიუხედავად იმისარომ მისი გვიანდელი ნამუშევრები არ გამოირჩევა იმდენად მკაფიო ჟღერადი ფერებითროგორც ეს მის ადრინდელ ტილოებს ახასიათებდამისი ფუნჯის ჰაეროვან მოსმებსა და პოლიქრომატულ ფერთა გამებს მანამდე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონდა.




ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს.1466 წელს, 14 წლის ასაკშილეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდასადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში – ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყოშეიძლება ითქვასრომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა1513_1514 წლებში ლეონარდო რომშიასადაც პაპმა ლეო X- მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფისფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთშიმეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძალეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდაიგი ერთდორულად მხატვარისკულპტორიარქიტექტორიმეცნიერი და ინჟინერი იყოლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეშიარც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანიყველაფერში გენიალური.interesting.ge


ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს, თეოდორუს ვან გოგის და ანა კორნელიუს კარბენტუსის ოჯახში, გროტ-ზიუნდერტში, ბრაბანტის ჰოლანდიური ნაწილის პატარა სოფელში. ექვს და-ძმაში ყველაზე უფროს ვინსენტს მის გაჩენამდე ერთი წლით ადრე დაბადებული და რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ძმის სახელი დაარქვეს.
ვან გოგმა, თავისი ტოლი ბავშვების მსგავსად, დაწყებითი განათლება საკმაოდ უწესრიგოდ მიიღო. ერთი წელი სოფლის სამრევლო სკოლაში დადიოდა, შემდეგი ორი წელი კი ზევენბერგენის პანსიონში გაატარა. 1866 წლიდან 1868 წლამდე ტილბურგის პანსიონში ირიცხებოდა. სკოლაში კითხვა შეუყვარდა და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. წლების განმავლობაში კითხულობდა ისეთ რომანებს, რომლებშიც სიღარიბის, გლეხების და ჩაგრულების შესახებ იყო მოთხრობილი. უყვარდა დუმილი, მინდვრებში ხეტიალი და ბუნებაში განმარტოება; აგროვებდა, აკვირდებოდა და სწავლობდა ცხოველებს, მცენარეებს და ჩიტების ბუდეებს. ძმებს და მეგობრებს ის ჭკვიან ბიჭად მიაჩნდათ და პატივს სცემდნენ.
1890 წლის 29 ივლისს, ღამის პირველ საათზე ვინსენტმა სული დალია. „ახლა სიამოვნებით დავბრუნდებოდი შინ,“ – ასეთი იყო ძმისთვის ნათქვამი ვან გოგის უკანასკნელი სიტყვები.ucnauri.com


კარავაჯო დაიბადა 1573 წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო მერიზი, იყოეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა.1584 წლის აპრილში დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა და ესწავლა ოსტატთან.მილანში გატარებულ სწავლების ამ ოთხ წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ, მე-16 საუკუნეში ფართო განვითარება ჰპოვა მანერიზმმა.თვით სიმონე პეტერცანო იყო მანერისტი, თუმცა ის ამაყად ამბობდა, რომ იყო ტიციანის მოწაფე.სავარაუდოა, რომ კარავაჯოს ერთი ყველაზე ადრეულ ნახატს წარმოადგენსბიჭი ხილის კალათით
. 18 ივნისს 1610 წელს იგი გარდაიცვალა მალარიით (ციებ-ცხელებით). ასე ტრაგიკულად დამთავრდა დევნილი და მოხეტიალე იტალიელი რეალისტი მხატვრის მგზნებარე და სევდიანი ცხოვრება, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დაიკავა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.

სანდრო ბოტიჩელი, ალესანდრო და მარიანო ფილიპეპი, დაიბადა 1444 წელს (1445) ფლორენციის მოქალაქის, ტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყება, რომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაა, სწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. არსებობს სხვა ვერსიაც: ბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავს, ასე ეძახდნენ მის უფროს ძმას, ვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმად. სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობა, თუმცა ზოგი წყაროს თანახმად, მან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობა. სავარაუდოა, რომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწ. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, ვნებიანი მისწრაფება. არ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაც, რომ სანდრო 1468-69 ..-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკე, ანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა.70-იანი წლების დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისში ბოტიჩელი დაუახლოვდა მედიჩების კარს. ამ დროს მიეკუთვნება მისი ყველაზე ცნობილი სურათიმოგვთა თაყვანისცემა (დაახ. 1477-1478..). . „მოგვთა თაყვანისცემაბოტიჩელიმ ოთხჯერ დახატა. ორი ლონდონის მუზეუმშია, ერთი, უფიცის გალერეაში, ხოლო მისი ასლი ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმშია.

სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდა. რამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეში. მოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. იგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე.



რემბრანდტი ჰარმენს ვან რეინჰოლანდიელი ფერმწერი. დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში.
რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია. იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას. მართალია, პირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელი, მაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელს, ეძებს საკუთარ გზას. იმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება გამოვლინდა. ესაა ჩრდილ-სინათლის, ნათელ-ბნელის გამოყენება ისე, როგორც მანამდე არავის გამოუყენებია. საგნისთვის ფორმის მისაცემად და მასში, მთავარის, ძირითადის გამოსავლენად, მხატვარი ქმნის საკუთარ გარემოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოს, ის რაც მის წინაა, მხატვარი ამეტყველებს იმას, რაც გამოსაყოფია. იმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურია, რომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდება, ეს იქნება ზეთისფერით შესრულებული თუ გრაფიკული.
30 იანი 40-იანი წლები
პორტრეტულმა ჟანრმა ამ პერიოდში ისეთი გაქანება მიიღო, რომელიც მას მანამდე არასოდეს არ ჰქონია. განთქმულ პორტრეტისტს ჰალსს, გვერდში ამოუდგა რემბრანდტი და გაასწრო კიდევაც. ამ ჟანრიდან, შესამჩნევი ნაწარმოებიასწავლულის პორტრეტი“ (1631..)ucnauri.com



No comments:

Post a Comment