საინტერესო ფაქტები მხატვრებზე



სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით".
სალვადორ დალიმ 1969 წელს შექმნა "ჩუპა ჩუპის" ლოგოტიპი და სლოგანი.
სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოსო: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. "wikipedia.org
ვინსენტ ვან გოგი დღედაღამ ხატავდა, ვედროებით სვამდა აბსენტს, თავად მოიჭრა ყური და 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სიკვდილის შემდეგ, ექიმებმა 150 ზე მეტი სამედიცინო დიაგნოზი აღმოაჩინეს, რომლითაც დიდი მხატვარი იტანჯებოდა.ucnauri.com
პაბლო პიკასოს უცნაურობები:1. 23 სიტყვიანი სახელი
პაბლო პიკასომ ნათლობისას მიიღო 23 სიტყვიანი სახელი – Pablo Diego Jos? Francisco de Paula Juan Nepomuceno Mar?a de los Remedios Cipriano de la Sant?sima Trinidad Martyr Patricio Clito Ru?z y Picasso. ამ სახელით მშობლებმა პატივი მიაგეს წინაპრებს და სხვადასხვა წმინდანებს. გვარი “პიკასო” პატარა პაბლომ მიიღო დედისგან Maria Picasso y Lopez.
Marcelle Humbert ან Eva Gouel 27წლის (პიკასო 31წლის),
Gaby Lespinasse —მისი ასაკი უცნობია,მაგრამ ცნობილია რომ ის იყო ძალიან ახალგაზრდა. (პიკასო 34წლის)
Olga Khokhlova 26წლის — პირველი ცოლი (პიკასო 36წლის),
Marie-Th?r?se Walter 17წლის- (პიკასო46 წლის),
Dora Maar 29წლის- (პიკასო 55წლის),
Fran?oise Gilot 21წლის (პიკასო-61წლის),
Genevi?ve Laporte — მხატვრის ერთ-ერთი ბოლო საყვარელი ის იყო 20-21 წლის, ხოლო პიკასო -70წლის,
Jacqueline Roque, პიკასოს მეორე ცოლი- 27წლის, ხოლო თვითონ პაბლო 79 წლის იყო.


2. ახალშობილი
როდესაც პიკასო დაიბადა ის ეგონათ უკვე გარდაცვლილი. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი იმდენად სუსტი გაჩნდა, რომ ბებიაქალს ის მკვდარი ეგონა. მან ახალშობილი მაგიდაზე დატოვა და გავიდა ახლობლებისთვის ეცნობებინა სამწუხარო ამბავი. იქვე პატარას ბიძა  – Don Salvador ეწეოდა სიგარას და როდესაც მან ახალშობილი დაინახა კვამლი სახეში შეაბოლა, რაზეც პიკასოს რეაქცია იყო ტირილი)
3.პირველი სიტყვა -”ფანქარი”
არც არის გასაკვირი რომ ამ გებიოსი მხატვრის პირველი სიტყვა იყო PIZ,  შემოკლებული ვარიანტი სიტყვისა LAPIZ (ფანქარი ესპანურად).  პიკასოს მამამ – ხოსე რუის ბრასკომ (მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე) 7 წლის ასაკიდან დაიიწყო შვილის მხატვრობასთან ზიარება. ხოლო როცა პიკასოს შეუსრულდა 13 წელი მამამ დაიფიცა,რომ არსდროს აღარ დახატავდა, ვინაიდან დაინახა,რომ მას შვილმა აჯობა ხელოვნების ამ სფეროში.

4. პიველი ნახატი
9 წლის ასაკში პიკასომ შექმნა თავისი პირველი სრულყოფილი ნამუშევარი – Le picador, რომელზეც გამოსახული იყო ცხენზე ამხედრებული მხედარი, რომელიც მონაწილეობდა ხარების ბრძოლაში. პირველი “აკადემიური”, ანუ უფრო სერიოზული ნახატი პიკასომ 15 წლის ასაკში დაასრულა.  მას უწოდა -  First Communion, სურათზე გამოსახულია საკურთხეველთან მდგომი მხატვრის მამა, დედა და და.

5.პიკასო- ურჩი სტუდენტი
პიკასო ძალიან ნიჭიერი იყო, მისი ნამუშევრებით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. თუმცა მას აღიზიანებდა, როცა მასწავლებლებირჩევებს ან შენიშვნებს აძლევდნენ. ის მათ არასდროს არ ექვემდებარებოდა, რის გამოც ხშირად კეტავდნენ ე.წ. იზოლატორში — «calaboose». ეს იყო თეთრკედლებიანი ოთახი სადაც მარტო 1 სკამი იდგა. ხელოვანი იყენებდა იზოლაციას თავის ნამუშევრების სრულყოფისათვის, რადგან იქ მას არავინ არ უშლიდა ხელს დაეხატა ის რაც სურდა და დარჩენილიყო მარტო თავის ნამუშევრებთან ერთად. პაკოსო თვითოვე აღნიშნავდა,რომ მას მუდამ იქ ყოფნა სურდა რომ ეხატა, ეხატა და ეხატა . . .

6.პირველი კონტრაქტი
პირველი ხელშეკრულება პიკასომ გააფორმა პარიზში, სურათების გამყიდველ Pere Menach-თან.  მას უხდიდნენ 150 ფრანკს თვეში (დაახლოვებით 750$)
7. პიკასომ მოიპარა მონა ლიზა?
არა! მაგრამ 1911 წელს, როდესაც ცნობილი ნახატი ლუვრიდან მოიპარეს, პოლიციამ დააკავა პიკასოს მეგობარი, პოეტი Guillaume Apollinaire. მან პოლიციასთან განაცხადა,რომ ქურდობაში დამნაშავე არის პაბლო პიკასო, რის გამოც ხელოვანი რამდენჯერმე დაკითხეს. საბედნიეროდ, პოეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა. მეგობარიც ამას ჰქვია )))

8.კუბიზმი: მრავალი პატარა კუბები
ახალი გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა. მისი სულისჩამდგმელები არიან პაბლო პიკასო და ფრანგი ხელოვანი  Georges Braque. დასახელება კი ფრანგ კრიტიკოსს  Louis Vauxcelles ეკუთვნის, რომელმაც პირველად  Georges Braque-ის ნამუშევარი ასე დაახასიათა -  «bizarre cubiques» (უცნაური კუბები), ან კუბიზმი, და ასევე აღნიშნა,რომ პიკასოს ნამუშევრები შედგება უამრავი ასეთი კუბიკისგან.

9.პიკასო-Playboy

მხატვრის დიდება და ნიჭი მაგნიტივით იზიდავდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ქვემოთ მოყვანილია  პაბლო პიკასოს მეუღლეების და საყვარლების შემოკლებული სია .
Fernande Olivier  18წლის—პირველი სიყვარული, (პიკასო იყო 23წლის),

10. პიკასოს მანქანა
უფრო სწორედ ეს არის პიკასოს სტილის მანქანა. 2007 წელს 44-წლის ინგლისემა მექანიკოსმა Andy Saunders  წელიწადნახევარი იმუშავა თავის ძველ Citroen 2CV, რომ ის გადაეკეთებინა “კუბიზმის”სტილში.  თავის უცნაურ ავტომობილს Andy Saunders-მა “სიტროენ პიკასო” დაარქვა.

ucnauri.com







No comments:

Post a Comment