Friday, January 18, 2013

თანამედროვე მხატვრბა


დღევანდელი მხატვრობა საოცრად მრავალფეროვანია. თუმცა მხატვრები დღეს ხელოვნების სრულიად განსხვავებულ ნიმუშებს ქმნიან, ზეთის საღებავებით შესრულებული ტრადიციული სურათებით დაწყებული–  ვიდეოჩანაწერებით და მკვდარი ცხოველებით დამთავრებული. ეს ნამუშევრები უცნაური სანახავია, თუმცა ისინი იმავე თემებისა და იდეების გამომხატველია, რომლებიც წარსულშიც ასაზრდოებდა ხელოვნებას.
თანამედროვე ხელოვნება ხშირად გალერეების კედლებს ცდება და ისეთ ადგილებს აღწევს, რომლებიც, ტრადიციულად, ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა. 70–იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრი მხატვარი რეალურ ლანდშაფტზე  მუშაობს, ქმნის ნამუშევარს ღია ცის ქვეშ და აფიქსირებს მას. ასეთ მიმდინარეობას “ლენდ არტი” ეწოდება.
უკლასიკოსი  პეიზაჟისტების მსგავსად, ბრიტანელი ენდი გოლდსუორთიც შეიასწავლის კავშირს ადამიანებსა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს შორის. ის განსაკუთრებულ ადგილებში მუშაობს და მისი ნამუშევრები გარემოსთან ურთიერთქმედების ნიმუშია. ამასთან, ის ბუნებრივ მასალებს, მაგალითად, ქვებსა და ფოთლებს იყენებს და მათ მარტივ ფიგურებად განალაგებს. მისი ნამუშევრები ხშირად დროებითია და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს.

ენდი გოლდსუორთი “ყინულის ვარსკვლავი”
კლასიკოსი  პეიზაჟისტების მსგავსად, ბრიტანელი ენდი გოლდსუორთიც შეიასწავლის კავშირს ადამიანებსა და მათ გარშემო არსებს შორის. 


პორტუგალიელი პაოლა რეგოს სურათები ადამიანის რეალისტურად გამოხატვის  ხანგრძლივ ტრადიციას ეხმაურება, როგორც, მაგალითად, ეს პასტელით შესრულებული სურათი,  
რომელზეც აბრეშუმის საქორწინო კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალია გამოხატული. რეგოს სურათები განსხვავდება ტრადიციული სურათებისგან, რომლებშიც ხაზგასმულია ქალის სილამაზე და მოხდენილობა. ამ სურათზე  ქალი უხერხულ პოზაში წევს და პირდაპირ იყურება ეჭვებით სავსე სახით.რეგოს თქმით, მოდელის პოზა იმ ძაღლის პოზას მიამსგავსა , რომელიც პატრონისადმი  ერთგულებას და სრულ მორჩილებას გამოხატავს. მყაროს შორის. ის ბევრი მხატვარი თანამედროვე ტექნოლოგიების მიერ ბოძებული  შესაძლებლობებით სარგებლობს და ნამუშევრებში ფოტოებს, ვიდეოფირებისა და კომპიტურერით მიღებულ  გამოსახულებებს იყენებს. ამერიკელი ბილ ვიოლას “ნანტის ტრიპტიქონი” ადამიანის სასიცოცხლო ციკლს ასახავს. ვიოლა ტრიპტიქონის ტრადიციულ ფორმატს იყენებს და სამ გამოსახულებას ერთდროულად წარმოადგენს. ამ მომენტში კი გამოსახულია პატარა ბავშვი მომაკვდავი ქალი და მამაკაცი, რომელიც იხრჩობა. იქნებ ის თავად სიცოცხლეს წარმოადგენს? ეს ტრიპტიქონი საკურთხეველთან მდგარი სხვა ტრიპტიქონების მსგავსია. ის რელიგიურ სცენებს არ ასახავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ქალაქ ნანტის ერთ–ერთი ეკლესიისთვისა შექმნილი.
ბრიტანელი დემენ ჰერსტი  მნახველისთვის შოკის მოგვრის უნარითაა ცნობილი, რაც დიდწილად ფორმალინში დაცული მკვდარი ცხოველებისგან შემდგარი ნამუშევრების შედეგია. “სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში” ჭურჭელია, რომელშიც ზვიგენის სხეული ინახება. ვიოლას ტრიპტიქონის მსგავსად, ეს ნამუშევარიცც იმაზე მეტყველებს,  თუ როგორ უბრუნდება თანამედროვე ხელოვნება უძველეს კითხვებს, რომლების სიკვდილ–სიცოცხლეს უკავშირდება.

Thursday, January 17, 2013

საინტერესო ფაქტები მხატვრებზე



სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით".
სალვადორ დალიმ 1969 წელს შექმნა "ჩუპა ჩუპის" ლოგოტიპი და სლოგანი.
სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოსო: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. "wikipedia.org
ვინსენტ ვან გოგი დღედაღამ ხატავდა, ვედროებით სვამდა აბსენტს, თავად მოიჭრა ყური და 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სიკვდილის შემდეგ, ექიმებმა 150 ზე მეტი სამედიცინო დიაგნოზი აღმოაჩინეს, რომლითაც დიდი მხატვარი იტანჯებოდა.ucnauri.com
პაბლო პიკასოს უცნაურობები:1. 23 სიტყვიანი სახელი
პაბლო პიკასომ ნათლობისას მიიღო 23 სიტყვიანი სახელი – Pablo Diego Jos? Francisco de Paula Juan Nepomuceno Mar?a de los Remedios Cipriano de la Sant?sima Trinidad Martyr Patricio Clito Ru?z y Picasso. ამ სახელით მშობლებმა პატივი მიაგეს წინაპრებს და სხვადასხვა წმინდანებს. გვარი “პიკასო” პატარა პაბლომ მიიღო დედისგან Maria Picasso y Lopez.

2. ახალშობილი
როდესაც პიკასო დაიბადა ის ეგონათ უკვე გარდაცვლილი. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი იმდენად სუსტი გაჩნდა, რომ ბებიაქალს ის მკვდარი ეგონა. მან ახალშობილი მაგიდაზე დატოვა და გავიდა ახლობლებისთვის ეცნობებინა სამწუხარო ამბავი. იქვე პატარას ბიძა  – Don Salvador ეწეოდა სიგარას და როდესაც მან ახალშობილი დაინახა კვამლი სახეში შეაბოლა, რაზეც პიკასოს რეაქცია იყო ტირილი)
3.პირველი სიტყვა -”ფანქარი”
არც არის გასაკვირი რომ ამ გებიოსი მხატვრის პირველი სიტყვა იყო PIZ,  შემოკლებული ვარიანტი სიტყვისა LAPIZ (ფანქარი ესპანურად).  პიკასოს მამამ – ხოსე რუის ბრასკომ (მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე) 7 წლის ასაკიდან დაიიწყო შვილის მხატვრობასთან ზიარება. ხოლო როცა პიკასოს შეუსრულდა 13 წელი მამამ დაიფიცა,რომ არსდროს აღარ დახატავდა, ვინაიდან დაინახა,რომ მას შვილმა აჯობა ხელოვნების ამ სფეროში.

4. პიველი ნახატი
9 წლის ასაკში პიკასომ შექმნა თავისი პირველი სრულყოფილი ნამუშევარი – Le picador, რომელზეც გამოსახული იყო ცხენზე ამხედრებული მხედარი, რომელიც მონაწილეობდა ხარების ბრძოლაში. პირველი “აკადემიური”, ანუ უფრო სერიოზული ნახატი პიკასომ 15 წლის ასაკში დაასრულა.  მას უწოდა -  First Communion, სურათზე გამოსახულია საკურთხეველთან მდგომი მხატვრის მამა, დედა და და.

5.პიკასო- ურჩი სტუდენტი
პიკასო ძალიან ნიჭიერი იყო, მისი ნამუშევრებით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. თუმცა მას აღიზიანებდა, როცა მასწავლებლებირჩევებს ან შენიშვნებს აძლევდნენ. ის მათ არასდროს არ ექვემდებარებოდა, რის გამოც ხშირად კეტავდნენ ე.წ. იზოლატორში — «calaboose». ეს იყო თეთრკედლებიანი ოთახი სადაც მარტო 1 სკამი იდგა. ხელოვანი იყენებდა იზოლაციას თავის ნამუშევრების სრულყოფისათვის, რადგან იქ მას არავინ არ უშლიდა ხელს დაეხატა ის რაც სურდა და დარჩენილიყო მარტო თავის ნამუშევრებთან ერთად. პაკოსო თვითოვე აღნიშნავდა,რომ მას მუდამ იქ ყოფნა სურდა რომ ეხატა, ეხატა და ეხატა . . .

6.პირველი კონტრაქტი
პირველი ხელშეკრულება პიკასომ გააფორმა პარიზში, სურათების გამყიდველ Pere Menach-თან.  მას უხდიდნენ 150 ფრანკს თვეში (დაახლოვებით 750$)
7. პიკასომ მოიპარა მონა ლიზა?
არა! მაგრამ 1911 წელს, როდესაც ცნობილი ნახატი ლუვრიდან მოიპარეს, პოლიციამ დააკავა პიკასოს მეგობარი, პოეტი Guillaume Apollinaire. მან პოლიციასთან განაცხადა,რომ ქურდობაში დამნაშავე არის პაბლო პიკასო, რის გამოც ხელოვანი რამდენჯერმე დაკითხეს. საბედნიეროდ, პოეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დადასტურდა. მეგობარიც ამას ჰქვია )))

8.კუბიზმი: მრავალი პატარა კუბები
ახალი გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა. მისი სულისჩამდგმელები არიან პაბლო პიკასო და ფრანგი ხელოვანი  Georges Braque. დასახელება კი ფრანგ კრიტიკოსს  Louis Vauxcelles ეკუთვნის, რომელმაც პირველად  Georges Braque-ის ნამუშევარი ასე დაახასიათა -  «bizarre cubiques» (უცნაური კუბები), ან კუბიზმი, და ასევე აღნიშნა,რომ პიკასოს ნამუშევრები შედგება უამრავი ასეთი კუბიკისგან.

9.პიკასო-Playboy

მხატვრის დიდება და ნიჭი მაგნიტივით იზიდავდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ქვემოთ მოყვანილია  პაბლო პიკასოს მეუღლეების და საყვარლების შემოკლებული სია .
Fernande Olivier  18წლის—პირველი სიყვარული, (პიკასო იყო 23წლის),
Marcelle Humbert ან Eva Gouel 27წლის (პიკასო 31წლის),
Gaby Lespinasse —მისი ასაკი უცნობია,მაგრამ ცნობილია რომ ის იყო ძალიან ახალგაზრდა. (პიკასო 34წლის)
Olga Khokhlova 26წლის — პირველი ცოლი (პიკასო 36წლის),
Marie-Th?r?se Walter 17წლის- (პიკასო46 წლის),
Dora Maar 29წლის- (პიკასო 55წლის),
Fran?oise Gilot 21წლის (პიკასო-61წლის),
Genevi?ve Laporte — მხატვრის ერთ-ერთი ბოლო საყვარელი ის იყო 20-21 წლის, ხოლო პიკასო -70წლის,
Jacqueline Roque, პიკასოს მეორე ცოლი- 27წლის, ხოლო თვითონ პაბლო 79 წლის იყო.

10. პიკასოს მანქანა
უფრო სწორედ ეს არის პიკასოს სტილის მანქანა. 2007 წელს 44-წლის ინგლისემა მექანიკოსმა Andy Saunders  წელიწადნახევარი იმუშავა თავის ძველ Citroen 2CV, რომ ის გადაეკეთებინა “კუბიზმის”სტილში.  თავის უცნაურ ავტომობილს Andy Saunders-მა “სიტროენ პიკასო” დაარქვა.

ucnauri.com







Wednesday, January 16, 2013

ქართველი მხატვრები და მათი შედევრები


ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. ირზაანი ― გ. 1918ბილისი),ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც („რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე მეორე“, „გიორგი სააკაძე“ - არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; „შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“) არის შთაგონებული.
  • საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
  • 2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა[2].
  • 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.[3][4]
  • 2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო - „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.wikipedia.or
  • ფიროსმანის შედევრები

აქტრისა მარგარიტა
დათვი მთვარიან ღამეში
სცენები სოფლის ცხოვრებიდან
წითელპერანგა მებადური
ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი (დ. 18 მარტი, 1896, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1980, თბილისი) - მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეარი (1966), პროფესორი.
მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზედაც კი…1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზის “ლა ლიკორნის” გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: “პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას – დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად”.1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.burusi.wordpress.com
შემოქმედება
მაია ქართველი


ელენე ახვლედიანი
ელენე ახვლედიანი და ლადო გუდიაშვილი
ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი (დ. 5 აპრილი/18 აპრილი, 1901, თელავი ― გ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971)ელენე.ახვლედიანის ნამუშევრები სინაზით, მდიდარი ფერადოვნებითა და რომანტიულობით გამოირჩევიან. ასეთი სურათების ავტორი სითამამითა და ექსცენტრიულობით, ნოვატორული იდეებითა და მდიდარი ფანტაზიის მქონე გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. 
ელენე ახვლედიანიროდესაც გიმნაზიაში ყველა გოგონა გადაწეული თმითა და ნაწნავებით დადიოდა, ელიჩკა ერთ დღეს მოკლედ შეკრეჭილი თმით გამოცხადდა და მთელი გიმნაზია შეძრა. ლამაზ და მოუსვენარ გოგონას უყვარდა კიბეების მოაჯირზე ჩასრიალება, არ იკლავდა თავს რევერანსებით, როცა სხვებისთვის ეს აუცილებელი იყო პედაგოგებთან შეხვედრისას.
სახალხო მხატვრის დაბადების თარიღად ოფიციალურ წყაროებში 1901 წლის 18 აპრილია მითითებული, ნათლობის დოკუმენტში კი 1898 წელია დაფიქსირებული. მომავალი მხატვარი გაზაფხულისათვის უჩვეულოდ თოვლიან დღეს დაიბადა. მისი ახლობლები აპრილის ამ კაპრიზს ახვლედიანის ხასიათის არაორდინალურობას ადარებდნენ.

შემოქმედება